Aa Aa
14 აგვისტო 2020  |  22:55

ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი ინფიცირებულია

კატალონიის ''ბარსელონას'' მცველი სამუელ უმტიტი კორონავირუსით დაინფიცირდა. 26 წლის ცენტრალური მცველი ამავდროულად ტრავმირებულია და სწორედ ამ მიზეზით ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ლისაბონში არ იმყოფება. ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ტოდიბოს მსგავსად უმტიტის კორონავირუსი უსიმპტომოდ დაუდგინდა. უმტიტი თვითიზოლაციაშია და შესაბამის რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

2016 წელს უმტიტი ''ლიონიდან'' კატალონიურ გრანდში გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ორჯერ მოიგო ლა ლიგა. ასევე ორჯერ გახდა ესპანეთის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში კატალონიის ''ბარსელონას'' ფრანგ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს კორონავირუსი დაუდგინდა. 20 წლის მოთამაშემ Twitter-ზე დაწერა, რომ მასთან მიმართებაში კორონავირუსი უსიმპტომოა, სავარჯიშო პროცესის განახლება სურს, თუმცა იძულებულია სახლში დარჩეს და მინდორს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა კორონავირუსისგან სრულად განიკურნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები