Aa
Aa

ოდეგორი სოსიედადს დაემშვიდობა და რეალში ბრუნდება

მადრიდის „რეალმა“ ბასკურ „სოსიედადთან“ მოილაპარაკა და მარტინ ოდეგორი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნაადრევად დაბრუნდება.

21 ნორვეგიელმა გუშინ საღამოს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც „სოსიედადს“ მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და დაემშვიდობა.

წესით, სკანდინავიელის ბასკურ კლუბში იჯარა კიდევ ერთი წლით უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ზინედინ ზიდანის ინიციატივით „ბლანკოსმა“ ფეხბურთელი ისევ თავის რიგებში გადაიყვანა.

ოდეგორმა ლა ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად, 6 ასისტიც მიითვალა, ესპანეთის თასზე კი მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

ნიჭიერი შემტევი „რეალს“ 2014 წლიდან ეკუთვნის, მაგრამ მის ძირითად გუნდში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული. მადრიდელებმა იგი სხვადასხვა დროს „ჰერენვენსა“ და „ვიტესში“ გაანათხოვრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები