Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  16:16

ბარსელონა სილვას გადაბირებას გეგმავს

ბრიტანული ‘‘ტელეგრაფის’’ ცნობით ‘‘ბარსელონა’’ ბერნარდუ სილვას შეძენას მიმდინარე ზაფხულში გეგმავს. კატალონიური გრანდი მზადაა 26 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ ნელსონ სემედო დათმოს. ცხადია სემედოს ‘‘ქალაქელებში’’ გადასვლის გარდა ‘‘ბარსელონას’’ სატრანსფერო თანხის გადახდაც მოუწევს. ამ ეტაპზე კატალონიურ კლუბს ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.

‘‘ბარსელონაში’’ კრეატიული მოთამაშის გადაბირებით ნახევარდაცვის გაძლიერებასა და ტიტულების მოგებას გეგმავენ, თუმცა გუარდიოლასთვის სილვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და რთული წარმოსადგენლია მთავარმა მწვრთნელმა მასზე უარი თქვას.

2017 წელს ‘‘ბენფიკას’’ აღზრდილი ‘‘მონაკოდან’’ მანჩესტერულ კლუბში 50 მილიონ ევროდ გადავიდა. ბერნარდუ სილვამ პრემიერლიგა ორჯერ მოიგო. ასევე გახდა ინგლისის ასოციაციის თასის, ლიგის თასისა და ქომუნითი შილდის გამარჯვებული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში