შესაძლოა, მაკარიძის გუნდი უმაღლესი ლიგიდან მოკვეთონ
Aa
Aa

შესაძლოა, მაკარიძის გუნდი უმაღლესი ლიგიდან მოკვეთონ

გიორგი მაკარიძის გუნდი ''ვიტორია სეტუბალი'' პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან ფინანსური პრობლემების გამო სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს. ქართველი მეკარის გუნდმა სასჯელი გაასაჩივრა და ახლა კლუბის წევრები საჩივრის დაკმაყოფილების მოლოდინში არიან.

''ვიტორია სეტუბალის'' ფინანსური პრობლემები ბევრ საკითხთან მიმართებაში გამოიკვეთა. მათ შორის ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

ცხადია, თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მაკარიძე თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბს შეიცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ სეზონში ქართველი მეკარე პორტუგალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მისი უფასოდ გადაბირების სურვილი არაერთ კლუბს ექნება.

გასული სეზონი გიორგი მაკარიძისთვის ძალიან პროდუქტიული გამოვიდა. მისი დიდი ძალისხმევით ''სეტუბალი'' ელიტაში დარჩა. 30 წლის ქართველმა ლეგიონერმა პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, მათგან 13 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

შეგახსენებთ, მაკარიძეს ასევე უთამაშია ''ლე მანში'', ''ფეირენსეში'', ''მორეირენსესა'' და ''რიუ ავეში''. 2019 წლიდან ''სეტუბალის'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები