Aa
Aa

Evening Standard: ჩელსი ჰავერცის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია!

ბრიტანული The Evening Standard-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ კაი ჰავერცის ტრანსფერის გაჩარხვასთან იმაზე ბევრად ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, „ლურჯებმა“ „ლევერკუზენს“ ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზეს და დიდი შანსია, ეს უკვე საბოლოო სიტყვა იყოს. აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებები პირად კონტროლზე თვით რომან აბრამოვიჩს აქვს აყვანილი.

გერმანელები 21 წლის ჰავბეკის სანაცვლოდ 90-დან 100 მილიონ ევრომდე ითხოვდნენ, თუმცა მათ ლონდონური მხარე უკვე თვეზე მეტია ელაპარაკება, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ მხარეებმა შეთანხმებას ოდნავ დაბალ თანხაზეც მიაღწიონ.

სააგენტო Transfermarkt-ზე ჰავერცის ამჟამინდელი ღირებულება 81 მილიონი ევროა. მას „ლევერკუზენთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები