ნაპოლიმ ოსიმენი შეიძინა - პარტენოპეიმ ნიგერიელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა
„ნაპოლიმ“ „ლილის“ ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი გაიფორმა. „პარტენოპეიმ“ ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა.
ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის თქმით, „ლილი“ ოსიმენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებს, 21 წლის ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 4-4.5 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.
Welcome to #Napoli, Victor!
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) July 31, 2020
???? https://t.co/OoODAND8tP#WelcomeOsimhen
???? #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/ncwBTz0CcN
აღსანიშნავია, რომ ოსიმენის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით უცხოური გამოცემები ორ ვერსიას ავრცელებენ. L’Equipe იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო გადაიხადა, საიდანაც 10-11 მილიონი ბონუსებზე მოდის.
Sky Sport Italia, Sportitalia და Tuttomercatoweb კი იუწყებიან, რომ „პარტენოპეის“ ნიგერიელი შემტევის ტრანსფერი 47.5 მილიონი ევრო დაუჯდა და „ლილს“ მეკარე ორესტის კარნეზისი და ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, კლაუდიო მანციც დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა 2019-20 წლების სეზონში „ლილის“ მაისურით 38 შეხვედრა გამართა და 18 გოლი შეაგდო.