ოშიდაში - ტოჩინოშინის მოულოდნელი მარცხი ნაგოია ბაშოზე
Aa
Aa

ოშიდაში - ტოჩინოშინის მოულოდნელი მარცხი ნაგოია ბაშოზე

ნაგოია ბაშოს მეათე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი იყო. შეხვედრა კოტოიუკის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მეტოქემ ქართველს შანსი არ დაუტოვა და კარიერაში პირველად დაამარცხა. კოტოიუკმა ტოჩინოშინს ოშიდაშის ილეთით სძლია.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი 6:4-ს შეადგენს.

დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინი კოტოიუკის რვაჯერ შეხვდა და ყველა ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბევრისთვის მოულოდნელად ლევან გორგაძე დამარცხდა.

ნაგოია ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტერონოფუჯი იქნება. მათი 11 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა მხოლოდ 2 მოიგო, 9 შეხვედრაში ტერონოფუჯიმ ლევან გორგაძეს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები