Aa
Aa

მიხაილოვიჩს ქალაქ ბოლონიას საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

იტალიური „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს ქალაქ ბოლონიას საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. სერბმა სპეციალისტმა აღიარება საფეხბურთო კლუბის წარმატებულად გაძღოლისთვის მიიღო.

„ეს უკვე ჩემთვის ქალაქის საპატიო მოქალაქედ დასახელების მეორე შემთხვევაა. სერბი ვარ და ნოვი სადის საპატიო მოქალაქეობაც პრესტიჟულია, მაგრამ სულ სხვა პატივია, როცა ასეთ წოდებას უცხო ქვეყნის ქალაქში განიჭებენ.

ბოლონია იტალიის ღირსშესანიშნაობაა, საუნივერსიტეტო ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი. იმედი მაქვს, ბოლონიას საპატიო მოქალაქის წოდება ყოველთვის ღირსეულად ვატარებ“.

სინიშა მიხაილოვიჩი „როსობლუს“ 2019 წლის ზამთრიდან მოყოლებული ავარჯიშებს. გუნდმა გასული სეზონი სერია A-ს მე-10 ადგილზე დაასრულა და ამჟამად ამავე პოზიციაზე იმყოფება.

ბოლონიელები „ლეგა კალჩოს“ მიმდინარე გათამაშებას „ფიორენტინასთან“ და „ტორინოსთან“ გასამართი მატჩებით დახურავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები