საქართველოსთვის ირლანდია კვლავ დაუძლეველი ბარიერია
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა, დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი, 56-ე წუთზე, "აირიშების" კაპიტანმა, სიმუს კოულმენმა გაიტანა, რომელიც საჯარიმოში ფლანგიდან შევიდა და ბურთი კარში, პრაქტიკულად სარაგბო სტილში შეიტანა.
მატჩის პირველ ტაიმში, ქართველებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ. იყო ეპიზოდი, როცა ერთი შეტევისას გოლის გატანა ორჯერ შეგვეძლო, თუმცა ჯერ მჭედლიძის თავური ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი, კაშიამ ძელს გაარტყა.
ასე რომ, 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ქულა არ აქვს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი, შემდეგ თამაშს 9 ოქტომბერს, კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.