Aa
Aa

"დილასა" და "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ეროვნულ გუნდში, ლუგანსკის "ზორიას" 24 წლის მეკარე, ოლექსეი შევჩენკო გამოიძახა. 

ეს ის შევჩენკოა, რომელიც 2015 წლის მარტიდან დეკემბრამდე ორ ქართულ გუნდში, ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილაში" თამაშობდა. 

"ზორიას" კიპერმა, "ევროპის ლიგაზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ამას გარდა, უკრაინის ჩემპიონატშიც დამაჯერებლად გამოიყურება. 

უკრაინელთა უპირველესი გუნდი, 6 ოქტომბერს, სტუმრად, თურქეთს დაუპირისპირდება, ხოლო 3 დღის შემდეგ, საკუთარ არენაზე, კოსოვოს ნაკრებს მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები