„ჰოლანდი მთვრალი არ ყოფილა“ - რატომ გააძევეს ნორვეგიელი ღამის კლუბიდან
Aa
Aa

„ჰოლანდი მთვრალი არ ყოფილა“ - რატომ გააძევეს ნორვეგიელი ღამის კლუბიდან

PSS Securitas-ის მენეჯერმა, კრისტოფერ ნესჰაიმმა დაასახელა რეალური მიზეზი, რომლის გამოც ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი ღამის კლუბიდან გააძევეს.

უცხოური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ჰოლანდი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კლუბის ტერიტორია სწორედ ამიტომ დაატოვებინეს, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც ღამის კლუბის დაცვაზეა პასუხისმგებელი, Bild-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ერლინგი მთვრალი არ ყოფილა. ის ჩვენთან თანამშრომლობდა და ქუჩაში გამართული დიალოგის შემდეგ, გაიგო საქმე რაშიც იყო.

ინციდენტი Covid-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციებს უკავშირდება. ჰოლანდის გარშემო თავი ბევრმა ადამიანმა მოიყარა. ისინი მას ფოტოსურათების გადაღებას სთხოვდნენ და მასთან საუბარი სურდათ.

საბოლოოდ, ზეწოლა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მოგვიწია მისთვის ღამის კლუბის ტერიტორიის დატოვება გვეთხოვა“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდისთვის 2019-20 წლების სეზონი ძალიან გამორჩეული იყო. სეზონის პირველ ნახევარში „ზალცბურგის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი შეაგდო. ზამთარში ნორვეგიელი „დორტმუნდში“ გადავიდა და მისი შთაბეჭდავი შედეგიანობა გაგრძელდა და  ბუნდესლიგის 15 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები