ირლანდია-საქართველო - მატჩის წინ
Aa
Aa

ირლანდია-საქართველო - მატჩის წინ

დღეს, 6 ოქტომბერს, დუბლინის "ავივა სთედიუმზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ირლანდიასთან, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის, D ჯგუფში, მეორე შეხვედრას ჩაატარებს. 

აქამდე "აირიშებთან" ყველა, შვიდივე ურთიერთშეხვედრა წაგებული გვაქვს, ბურთების საერთო შეფარდება კი, 15:4-ზეა.

გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ "ჯვაროსნებს", სხვა ფეხბურთელებთან ერთად, უჩა ლობჟანიძე და დავით ხოჭოლავაც დააკლდებათ. ეს სხვა ფეხბურთელები კი, კაპიტანი ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია არიან. 

შესაბამისად, ვლადიმირ ვაისს, შემადგენლობის არჩევა, ამ ფეხბურთელებისგან მოუწევს:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

ასევე გაცხადდა ისიც, რომ ნაკრებს დღევანდელ თამაშში, გურამ კაშია უკაპიტნებს. 

რაც შეეხება ირლანდიას, მას დღევანდელ მატჩში ეიდენ მაკგიდი, კევინ დოილი, ჰარი არტერი, დერილ მერფი, კეირონ ვესტვუდი, სტივენ ქვინი და ენტონი პილკინგტონი ვერ დაეხმარება. 

შემორჩენილ ფეხბურთელთაგან კი, შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი), დენი როჯერსი (ფალკირკი, შოტლანდია), იან ლოულორი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);

მცველები: საიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), საირუს კრისტი (დერბი, ინგლისი), რიჩარდ კეფი (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), შეინ დაფი (ბლექბერნი, ინგლისი), კირან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), მარკ უილსონი (დამბარტონი, შოტლანდია), სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკ სიტი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), სტივენ კეინი (რედინგი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალ სიტი, ინგლისი), კონორ ჰარიჰეინი (ბარნსლი, ინგლისი), იუნან ოკეინი (ლიდსი, ინგლისი), სტივენ გლისონი (ბირმინგემი, ინგლისი), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), უესლი ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯონი ჰეისი (აბერდინი, შოტლანდია);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ადამ რუნი (აბერდინი, შოტლანდია).

მატჩის მთავარი არბიტრი, 44 წლის ფრანგი, ტონი შაპრონი იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას, "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები