ჩემპიონთა ლიგა: მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
Aa
Aa
10 ივლისი 2020  |  13:55

ჩემპიონთა ლიგა: მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა განახლდება და აგვისტოში სეზონის ტრიუმფატორი გამოვლინდება.

მეოთხედფინალური ეტაპი 

პირველი წყვილი: რეალი / მანჩესტერ სიტი - იუვენტუსი / ლიონი

მეორე წყვილი: ლაიფციგი - მადრიდის ატლეტიკო

მესამე წყვილი: ბარსელონა/ნაპოლი - მიუნხენის ბაიერნი / ჩელსი

მეოთხე წყვილი: ატალანტა - პსჟ

ნახევარფინალური ეტაპი

პირველი მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული - მესამე მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული

მეორე მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული - მეოთხე მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული

მეოთხედფინალური სტადიის დაწყებამდე დარჩენილი საპასუხო მერვედფინალური შეხვედრები გაიმართება. მიუნხენის ''ბაიერნი'' ''ჩელსის'' უმასპინძლებს, ''ბარსელონა'' - ''ნაპოლის,'' ''მანჩესტერ სიტი'' - მადრიდის ''რეალს'' და ''იუვენტუსი'' - ''ლიონს.''

აღნიშნული შეხვედრების გამართვის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი 12 აგვისტოს დაიწყება და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მეოთხედფინალები 12-15 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალებს 18-19 აგვისტოს ვიხილავთ, ხოლო ფინალი 23 აგვისტოსაა ჩანიშნული. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს ლისაბონი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპში იგულისხმება მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩები. ასევე, აღნიშნულ მატჩებთან ერთად ლისაბონში შედგება ფინალური დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები