Aa
Aa

"მეუღლის ჩანთები, სამკაულები და სხვა ნივთებია მოპარული" - ფლორენციაში რიბერის სახლი გაძარცვეს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფრანგი ვარსკვლავი ფრანკ რიბერი უსიამოვნო ამბავში გაეხვა. „პარმასთან“ მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნებულ რიბერის მისი ბინა გაძარცვული დახვდა. მან ფაქტის ამსახველ ვიდეოსთან ერთად სპეციალური პოსტიც გაავრცელა.

„როცა „პარმასთან“ თამაშის შემდეგ სახლში დავბრუნდი, იქ არეულობა დამხვდა. ჩემი მეუღლის რამდენიმე ჩანთა, სამკაულები და სხვადასხვა ნივთებია მოპარული. ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი იყო.

მადლობა ღმერთს, რომ მიუნხენში უსაფრთხოდ ვცხოვრობდით, თუმცა ამიერიდან აქ, ფლორენციაში თავი კარგად როგორ უნდა ვიგრძნოთ? რა თქმა უნდა, ფეხბურთი ჩემი სიყვარულია, მაგრამ ოჯახი პირველ ადგილზეა და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის უკეთესი იქნება“.

რიბერიმ „პარმასთან“ მატჩისას მუხლის ტრავმაც მიიღო და, შესაძლოა, რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწიოს. ამ დაზიანებისა და მომხდარი ძარცვის გათვალისწინებით, აპენინური პრესა წერს, რომ არაა გამორიცხული, ფრანგმა საერთოდ „ფიორენტინას“ დატოვებაზე იფიქროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები