Aa
Aa

შეხვედრა კიკე სეტიენთან - ბარსელონას ხელმძღვანელები მის გათავისუფლებას არ აპირებენ

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „ბარსელონა“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის გათავისუფლებას არ აპირებს.

კატალონიური რადიო RAC 1-ის ცნობით, „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი, ჟოზეპ ბარტომეუ კლუბის მმართველებთან, ერიკ აბიდალთან, ოსკარ გრაუსთან და ხავიერ ბორდასთან ერთად, სეტიენს სახლში ესტუმრა და მასთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

ბარტომეუმ ამ ქმედებით 61 წლის სპეციალისტს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან გუნდში შექმნილი დაძაბული ვითარება განიხილა. RAC 1-ის ინფორმაციით შეხვედრა მეგობრული ჩახუტებით დასრულდა.

კატალონიური რადიო იმ მიზეზსაც ასახელებს, რომლის გამოც ბარტომეუს სეტიენის გაშვება არ სურს. როგორც ირკვევა, ყველაფერი გაისად გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ სეტიენის გათავისუფლება ბარტომეუს რეიტინგს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

ცნობისთვის, ესპანურ პრესაში წერენ, რომ „ატლეტიკოსთან“ და „ვილიარელთან“ ფეხის დაცდენის შემთხვევაში, სეტიენი „ბარსელონას“ დატოვებს. მთავარი მწვრთნელის პოსტს გარსია პიმიენტა ჩაიბარებს, ვინც „ბლაუგრანას“ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. -ახალი სეზონიდან კი, კატალონიურ გრანდში ჩავი დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები