ოფიციალურად - პიანიჩი ბარსელონაში ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად - პიანიჩი ბარსელონაში ითამაშებს

არტურ მელოს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, „ბარსელონამ“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერი დაადასტურა. „ბლაუგრანა“ ბოსნიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 60 მილიონს პლუს 5 მილიონ ევროს გადაიხდის და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

„ბარსელონამ და იუვენტუსმა მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ოპერაციის ღირებულება 60 მილიონი ევრო იქნება და 5 მილიონი ევროთი გაიზრდება.

ფეხბურთელი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ბარსელონაში 2023-24 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო გახლავთ.

პიანიჩი ბარსელონას 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება“, - წერია „ბარსელონას“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. „ბიანკონერისთან“ ერთად მან სერია A 3-ჯერ მოიგო და 2-ჯერ კოპა იტალიის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები