შეთანხმება მიღწეულია - არტური იუვეში, პიანიჩი - ბარსაში
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - არტური იუვეში, პიანიჩი - ბარსაში

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, არტური „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და „ბიანკონერიმ“ ყველა დეტალი შეათანხმეს. ერთადერთი, რაც ტრანსფერს აყოვნებს, მასში მირალემ პიანიჩის ჩართვასთან დაკავშირებული საკითხებია.

„იუვე“ არტურის სანაცვლოდ 70+5 მილიონ ევროს გადაიხდის. „ბარსას“ კი, პიანიჩის შეძენა 60 მილიონ ევროს პლუს ბონუსები დაუჯდება. „ბებერი ქალბატონი“ არტურს ხელფასის სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. ნიკოლო სკირას მიხედვით, ბრაზილიელი იტალიურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პიანიჩს რაც შეეხება, ეს უკანასკნელი ანაზღაურების სახით, ყოველწლიურად 7.5 მილიონ ევროს მიიღებს და „ბლაუგრანას“ საკუთარ მომავალს 4 წლით დაუკავშირებს. დიმარციოსა და სკირას გარდა ამ ინფორმაციას სხვა იტალიელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ.

არტური „ბარსელონაში“ 2018 წელს გადავიდა და კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს. რამდენიმე დღის წინ, იწერებოდა, რომ ბრაზილიელს „კამპ ნოუს“ დატოვება არ სურდა, თუმცა იტალიური და ესპანური პრესის ცნობით, მან გადაწყვეტილება შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები