კინი: ''დე ხეაზე გული მერევა, მას და მაგუაირს ავტობუსში არ ავუშვებდი''
Aa
Aa

კინი: ''დე ხეაზე გული მერევა, მას და მაგუაირს ავტობუსში არ ავუშვებდი''

ლეგენდარულმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინიმ ''ტოტენჰემთან'' სუსტად ჩატარებული მატჩის გამო ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა გააკრიტიკა. კინი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ მისი თქმით ესპანელისა და ჰარი მაგუაირის ადგილი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ავტობუსში არაა და ისინი სახლში ''ტაქსით'' უნდა გაეშვათ.

ამ თემაზე როი კინმა Sky Sports-თან ისაუბრა.

''დე ხეას სამეკარეო თვისებებზე გული მერევა. მისი თანაგუნდელი რომ ვყოფილიყავი, შესვენებაზე მასთან ვიჩხუბებდი. გაშვებული გოლისას ადგილიდან დაძვრაც ვერ მოახერხა.

მაღალი დონის ფეხბურთისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ''სეივი'' უნდა შეესრულებინა, მან კი ძალიან ცუდად ითამაშა. გაოცებული ვარ. ვფიქრობ დე ხეა ბოლო წლების ყველაზე გადაფასებული მეკარეა. დიდი ხანია ასეთი გადაფასებული მეკარე არ მინახავს.

მაგუაირმა და დე ხეამ იმდენად ცუდად ითამაშეს, მათ კლუბის ავტობუსშიც არ ავუშვებდი. ისინი სახლში ''ტაქსით'' უნდა წასულიყვნენ.

გოლის მომენტში მაგუაირმაც ძალიან ცუდად ითამაშა. მაღალი დონის მცველისგან ასეთ თამაშს არ ველოდი.''

48 წლის კინი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' 1993-2005 წლებში ასპარეზობდა. ირლანდიელი მანჩესტერ გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის გამარჯვებული შვიდჯერ გახდა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

იხილეთ ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''ტოტენჰემის'' ვიდეომიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები