ახალგაზრდა სნაიპერთა რეკორდები: მბაპე, ანანიძე და სხვები
Aa
Aa

ახალგაზრდა სნაიპერთა რეკორდები: მბაპე, ანანიძე და სხვები

ლევერკუზენის ''ბაიერის'' 17 წლის ფეხბურთელი ფლორიან ვირცი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის 6 ივნისს 17 წლისა და 34 დღის ვირცმა გოლი მანუელ ნოიერს გაუტანა.

გასული 10 წლის განმავლობაში ანალოგიური სახის რეკორდი გერმანიის გარდა საფრანგეთსა და ესპანეთში დამყარდა.

2012 წელს სამუელ ეტოოს სკოლის აღზრდილი ფაბრის ოლინგა ''მალაგას'' ფეხბურთელი გახდა და ამავე სეზონის 18 აგვისტოსთან ''სელტასთან'' მატჩში ცვლილებაზე გამოსულმა ოლინგამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

კამერუნელი 16 წლისა და 92 დღის იყო. ის დღემდე ლა ლიგის რეკორდსმენია, თუმცა მის ესპანურ კარიერაში ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა.

2009 წლის 18 ოქტომბერს, იმდროისთვის ამომავალმა ვარსკვლავმა ჯანო ანანიძემ 17 წლისა და 8 დღის ასაკში მოსკოვის ''სპარტაკის'' რიგებში გოლი მოსკოვურ დერბიში ''ლოკომოტივთან'' გაიტანა. რეკორდი ანანიძის გოლის შემდეგ არავის გაუმჯობესებია.

ანანიძის გოლი მოსკოვურ დერბიში


რაც შეეხება ინგლისის პრემიერ ლიგას, 2005 წლის 10 აპრილს ''ევერტონის'' ფეხბურთელმა ჯეიმ ვოგანმა გოლი ''კრისტალ პალასს'' გაუტანა. ვოგანი დღემდე რეკორდის ავტორია, მან გოლი 16 წლისა და 270 დღის ასაკში შეაგდო.

2016 წლის 20 თებერვალს ''მონაკოს'' ფეხბურთელმა კილიან მბაპემ გოლი ''ტროას'' გაუტანა. ამ დღეს მბაპე 17 წლისა და 62 დღის იყო. მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც გოლი გაიტანა.

რაც შეეხება იტალიის სერია ა-ს, ''რომას'' ფეხბურთელმა ამადეო ამადეიმ 1937 წლის 2 მაისს 15 წლის ასაკში ''ფიორენტინასთან'' ითამაშა და ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. ერთი კვირის შემდეგ 15 წლისა და 287 დღის ასაკში გოლი ''ლუკეზეს'' შეუგდო და დღემდე იტალიის ელიტარული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები