5 ცვლილება სერია A-ში - იტალიაში წესი შეიცვალა
Aa
Aa

5 ცვლილება სერია A-ში - იტალიაში წესი შეიცვალა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში სერია A-სა და სერია B-ს კლუბებს 5 ცვლილების გამოყენების უფლება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელები მატჩებში სამ ინტერვალს მიიღებენ და ცვლილებები სწორედ ამ ინტერვალებისას უნდა განახორციელონ. სათქმელია ისიც, რომ ეს წესი მომდევნო სეზონზე არ გავრცელდება.

ცნობისთვის, იტალიაში სეზონი 12 ივნისს, კოპა იტალიის პირველი ნახევარფინალური შეხვედრით გაიხსნება. 13 ივნისს, მეორე ნახევარფინალურ მატჩს ვიხილავთ, ხოლო ფინალური დაპირისპირება 17 ივნისს ჩატარდება.

სერია A-ს რაც შეეხება, „სკუდეტოსთვის“ ბრძოლას გუნდები 20 ივნისიდან განაახლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები