„სიძულვილს, მწუხარებასა და ტკივილს ვგრძნობ
Aa
Aa

„სიძულვილს, მწუხარებასა და ტკივილს ვგრძნობ" - პოგბა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. ფრანგმა ნახევარმცველმა ფლოიდის ხსოვნას პატივი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მიაგო და რასიზმის პრობლემის აღმოფხვრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი მინეაპოლისში მომხდართან დაკავშირებით ჩემი ემოციები როგორ გადმომეცა.

ბრაზს, სიბრალულს, სიძულვილს, აღშფოთებას, ტკივილს და მწუხარებას ვგრძნობ ჯორჯისა და ყველა იმ შავკანიანი ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად რასიზმით იტანჯებიან. მნიშვნელობა არ აქვს სად, ფეხბურთში, სამსახურში თუ სკოლაში. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. არა ხვალ, ან ზეგ! დღესვე უნდა შეწყდეს!

რასიზმის ძალადობრივი აქტების მიმართ ტოლერანტობა უნდა დასრულდეს! მე ვეღარ მოვითმენ. მე აღარ მოვითმენ. ჩვენ აღარ მოვითმენთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა გამოც, 25 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები