ოფიციალურად - ლა ლიგა 11 ივნისს განახლდება
Aa
Aa

ოფიციალურად - ლა ლიგა 11 ივნისს განახლდება

ესპანეთის სპორტული საბჭოს წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ლა ლიგა 11 ივნისს, სევილიური დერბით განახლდება, რომელშიც ერთმანეთს „სევილია“ და „ბეტისი“ დაუპირისპირდებიან.

ლა ლიგის ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და გუნდებს მკაცრი სამედიცინო პროტოკოლის დაცვა მოუწევთ. გავრცელებული ინფორმაციით, სეზონი 19 ივლისს დასრულდება, ხოლო ხავიერ ტებასის თქმით, ახალი გათამაშების დაწყება 12 სექტემბრისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო 12 მარტს შეწყდა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში Covid-19-ით 284986 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 27119-ს აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელება 195000-ზე მეტმა პაციენტმა შეძლო.

როგორც იცით, ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. 27 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 58 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები