Aa
Aa

ვალდესმა ესპანეთის რანგის მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე კლუბი ჩაიბარა

„ბარსელონას“ ყოფილმა გოლკიპერმა, ვიქტორ ვალდესმა ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე გუნდი, „უნიო ატლეტიკა ორტა“ ჩაიბარა. 38 წლის სპეციალისტი მუშაობას მომდევნო სეზონიდან დაიწყებს.

ვალდესის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

„მომდევნო სეზონში ორტას მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ვალდესი იქნება. მას მორატალასისა და ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობის გამოცდილება აქვს. იმედი გვაქვს ორტას თავკაცის პოსტზე დიდ წარმატებას მიაღწევ“.

შეგახსენებთ, რომ ვალდესი ბოლოს „ბარსელონას“ 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა და პოსტი 2019 წლის ოქტომბერში დატოვა.

ესპანელ გოლკიპერს კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „კამპ ნოუზე“ აქვს გატარებული. იგი „ბლაუგრანას“ ღირსებას 12 წლის განმავლობაში იცავდა და კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგის ჩემპიონი 6-ჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები