Aa
Aa

ინიესტას ეფექტი - "კობემ" იაპონიაში შემოსავლების რეკორდი დაამყარა

ანდრეს ინიესტას ამჟამინდელმა კლუბმა „ვისელ კობემ“ კალენდარულ წელში, იაპონური ფეხბურთის მასშტაბით, სარეკორდო შემოსავალი მიიღო. ამომავალი მზის ქვეყანაში საფეხბურთო სეზონის წლიური ბრუნვა მარტიდან მარტამდე აითვლება.

როგორც აღმოჩნდა, გასული სეზონის შემოსავლებით „კობეს“ ბიუჯეტი 96 მილიონი ევროთი შეივსო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 მილიონით მეტია. სპეციალისტები ასეთ მკვეთრ ზრდას სწორედ ინიესტას ტრანსფერს უკავშირებენ. ესპანელი იაპონიურ კლუბში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონური ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა საფეხბურთო კლუბის წლიურმა შემოსავალმა 10 მილიონ იენს გადააჭარბა. 96 მილიონი ევრო დაახლოებით 11.44 მილიონი იენის ტოლფასია.

კიდევ ერთი ესპანელი ვარსკვლავის, ფერნანდო ტორესის წასვლამ საგრძნობლად დააზარალა „საგან ტოსუ“. კლუბის წლიურმა შემოსავალმა გასულ წელთან შედარებით 2.1 მილიონი იენით ნაკლები შეადგინა, რაც დაახლოებით 18 მილიონი ევროს ზარალია. ტორესმა აქტიური კარიერა 2019 წლის ზაფხულში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები