ყველა მატჩი ვალენსიაში გაიმართება - ესპანეთში საკალათბურთო სეზონი განახლდება
Aa
Aa

ყველა მატჩი ვალენსიაში გაიმართება - ესპანეთში საკალათბურთო სეზონი განახლდება

ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ 2019-20 წლების სეზონი განახლდება. პარკეტზე დაბრუნება ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება და სეზონის დასკვნითი ნაწილი მინი-ტურნირის ფორმატით ჩატარდება.

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო 12 გუნდი, „ბარსელონა“, „რეალი“, „სარაგოსა“, „ტენერიფე“, „ბილბაო“, „მორებანკ ანდორა“, „ვალენსია“, „ბასკონია“, „უნიკახა“, „სან პაბლო ბურგოსი“, „გრან კანარია“ და „ხუვენტუტი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ყველა მატჩი ვალენსიაში გაიმართება და ტურნირის დაწყებამდე გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ, რათა გათამაშებას მომზადებული შეხვდნენ.

ტურნირის ფორმატს რაც შეეხება, გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. ისინი ერთ წრედ ითამაშებენ და პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ, შემდეგ კი, ერთმანეთს ფინალში გაეჯიბრებიან.

განცხადების მიხედვით, ვალენსიაში გუნდები 3 სხვადასხვა სასტუმროში დაბინავდებიან და თითოეულ სასტუმროში 4 გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები