Aa
Aa

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სისწრაფე მაქვს" - დეივისი გუშინდელ ეპიზოდს გამოეხმაურა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველმა, ალფონს დეივისმა გუშინდელ ვირუსულად გავრცელებულ მომენტზე კომენტარი გააკეთა. საუბარია ჰოლანდის სახიფათო გარღვევაზე, რომელიც დეივისმა ბრწყინვალე სისწრაფის მეშვეობით შეაჩერა.

„აშკარაა, რომ როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, საკუთარ პოზიციას ხშირად ვტობებ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სისწრაფე მაქვს. ესაა ჩემი თამაშის ის ასპექტი, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ, მაგრამ განვითარება მჭირდება.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, ჩემი აზრით, წლებთან ერთად „ბაიერნში“ საკუთარ პოზიციაზე ეფექტურად თამაშს დავხვეწავ, უკეთესად პოზიციონირებას ვისწავლი და უკან დასაბრუნებლად და მეტოქის შესაჩერებლად ასეთი სისწრაფე აღარ დამჭირდება“.

19 წლის კანადელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერმა“ გასულ ზაფხულს დაიმატა, აპრილში კი მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც დეივისი მიუნხენში 2025 წლამდე უნდა დარჩეს, შემდეგ კი მხარეებს, სურვილისამებრ, ხელშეკრულების კიდევ ორი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები