„გთხოვ, აღარ ჩამარტყა“ - როგორ მიიღო კატანიას ექს-ფეხბურთელმა რონალდინიოს მაისური
Aa
Aa

„გთხოვ, აღარ ჩამარტყა“ - როგორ მიიღო კატანიას ექს-ფეხბურთელმა რონალდინიოს მაისური

პაბლო ალვარესი 6 წლის განმავლობაში „კატანიას“ რიგებში ასპარეზობდა და „მილანის“ წინააღმდეგ თამაში რამდენჯერმე მოუწია. ერთ-ერთ შეხვედრაში არგენტინელ ფეხბურთელს რონალდინიოს განეიტრალება დაევალა და რომ არ შერცხვენილიყო „გაუჩოს“ წინააღმდეგ აგრესიულად და ხისტად თამაშობდა.

ალვარესის თქმით, მან რამდენჯერმე გადაამეტა, რისი წყალობითაც, რონალდინიოს მაისურის მიღება მოახერხა: „მილანისა და კატანიას პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელისკენ მივდიოდი, როცა გვირაბში რონალდინიო მომიახლოვდა. მან მაისური გაიხადა და მეუბნება: „პაბლო, გთხოვ, აღარ ჩამარტყა“. ამის შემდეგ კი, მაისური მომცა.

სიმართლე გითხრათ, რონალდინიოს შეჩერება შეუძლებელი იყო. იგი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო „მილანის“ რიგებში 2008-დან 2011 წლამდე თამაშობდა. „როსონერიში“ გატარებული სამი წლის შემდეგ, მან ევროპა დატოვა და კარიერა „ფლამენგოში“ გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები