ანანიძის აგენტი: ''ჯანოს რამდენიმე გუნდი იწვევს, შეთანხმებამდე შორია''
Aa
Aa

ანანიძის აგენტი: ''ჯანოს რამდენიმე გუნდი იწვევს, შეთანხმებამდე შორია''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის აგენტის თქმით ამ ეტაპზე უცნობია სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი. მოსკოვის ''სპარტაკიდან'' წამოსვლის შემდეგ ანანიძემ გასულ ზამთარში მაისის ბოლომდე ''ანორთოსისთან'' ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა დიდი ალბათობით ანანიძე ქეცბაიას გუნდში არ დარჩება.

ანანიძის აგენტი თემურ ლეფსაია Championat.com-ს ესაუბრა.

''ჯანო ხვალ თბილისის ''დინამოსთან'' კონტრაქტს არ გააფორმებს, შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი დამატებით კიდევ რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. ''დინამოსთან'' შეთანხმება არ მიგვიღწევია. გარდა ამისა, ჯანოს ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი მაისის ბოლომდე აკავშირებს.

ანანიძის დამატებით რამდენიმე გუნდი დაინტერესებულია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ საკითხზე ვმუშაობთ.''

მოსკოვის ''სპარტაკში'' გატარებული ათწლიანი პერიოდის შემდეგ ჯანო ანანიძემ კარიერის გაგრძელება ''ანორთოსისში'' გასულ ზამთარში გადაწყვიტა, თუმცა კვიპროსული მედია მის თამაშს აკრიტიკებდა, ანანიძე სასურველი ფორმისგან შორს იყო, შემდეგ ტრავმა მიიღო, რასაც კორონავირუსის პანდემია მოჰყვა და ჩემპიონატი შეწყდა.

ანანიძე კიევის ''დინამოს'' აკადემიაში ირიცხებოდა, შემდეგ კი მოსკოვის ''სპარტაკში'' წავიდა, თუმცა მოსკოვური კლუბის ქომაგების იმედი ვერ გაამართლა. საკლუბო დონეზე თემურ ქეცბაიასთან მუშაობა მცირე ხნით მოუწია, ახლა კი დიდი ალბათობით ახალ გუნდში გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები