''ზეიმი არ დაიწყო, თამაში არ დასრულებულა'' - გუარდიოლამ ''კამპ ნოუზე'' გამარჯვება გაიხსენა
Aa
Aa

''ზეიმი არ დაიწყო, თამაში არ დასრულებულა'' - გუარდიოლამ ''კამპ ნოუზე'' გამარჯვება გაიხსენა

2010 წლის 28 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში კატალონიის ''ბარსელონამ'' შინ ჟოზე მოურინიოს მილანის ''ინტერი'' 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პიკემ 84-ე წუთზე გაიტანა, რაც ფინალში გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ''სან სიროზე'' მოურინიოს გუნდმა 3:1 დაამარცხა გუარდიოლას ფეხბურთელები.

მოურინიომ იტალიურ Gazzetta-სთან ინტერვიუში კატალონიაში გამართული დაპირისპირება გაიხსენა, როცა მთავარმა მსაჯმა ფრენკ დე ბლეკერემ მილანელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა და სტუმრებმა დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს.

''ადრეც ვთქვი, ეს იყო ყველაზე შესანიშნავი მარცხი ჩემს კარიერაში. ''ნოუ კამპზე'' 1:0 დავმარცხდით, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოვიგეთ, ეს იყო ეპიკური მდგომარეობა, ეპიკური გამარჯვება.

როცა ბუსკეტსი დაეცა, მე ვიდექი დიაგონალზე ჩემი გუნდის სათადარიგო სკამსა და ბუსკეტსი-მოტას ორთაბრძოლის ადგილს შორის. თვალის კუთხიდან პერიფერიული მხედველობით ''ბარსელონას'' სათადარიგოთა სკამს ვხედავდი, ისინი ზეიმობდნენ თითქოს მათ უკვე მოპოვებული ჰქონდათ გამარჯვება.

გუარდიოლამ იბრაჰიმოვიჩს ტაქტიკაზე სასაუბროდ დაუძახა, რიცხვობრივ უპირატესობაში განსხვავებულად უნდა ეთამაშათ. გუარდიოლას ვუთხარი: ''ჯერ ზეიმი არ დაიწყო, თამაში არ დასრულებულა.''

2009-10 წლების სეზონში მოურინიოს ''ინტერმა'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ''ბაიერნი'' დიეგო მილიტოს დუბლით დაამარცხა. გარდა ამისა, მილანურმა გუნდმა სერია ა და იტალიის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები