Aa
Aa

FIGC-მა იტალიის ჩემპიონატის დასრულებისა და ახალი სეზონის დაწყების ვადები გამოაცხადა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადების თანახმად, ქვეყნის შიდა ჩემპიონატების მიმდინარე სეზონის დასრულების ვადებმა კიდევ გადაიწია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამართული სპეციალური შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

„იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სურვილს გამოთქვამს, რომ მიმდინარე სეზონი განახლდეს და მისი დასრულების საბოლოო ვადად 20 აგვისტო განისაზღვროს. საქმე ეხება როგორც სერია A-ს, ასევე სერია B-სა და C-ს.

სპორტული აქტივობების განახლებამდე, ფედერალური საბჭოს კომპეტენცია იქნება, რომ დაადგინოს ის კრიტერიუმები, რომელთა ფონზეც სეზონი უნდა დასრულდეს.

ასევე, საბოლოო სანქციის თანახმად, 2020-21 წლების სპორტული სეზონი 1 სექტემბერს გაიხსნება“.

აპენინურ პრესაში იმასაც წერენ, რომ თუკი ვირუსის გამო სეზონის განახლება კიდევ გადაიდო, ფედერაცია ჩემპიონატებში ფლეი-ოფის სისტემების გამოყენებასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ ბოლო დღეებში აღნიშნა, რომ სერია A-ს განახლება-არგანახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 28 მაისს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები