ვაისმა ოქრიაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თორნიკე ოქრიაშვილის ჩაშლილ ტრანსფერს გამოეხმაურა.
"თორნიკე ოქრიაშვილს გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ იგი მომხდარის გამო ძალიან გულდაწყვეტილი იყო. მან "მარსელში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ოქრიაშვილი ნაკრებს დღეს შეუერთდება, იმედია მას ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება. რთული მატჩი გველის. ავსტრია ძლიერი მეტოქეა, მაგრამ საქართველოს შესწევს იმის ძალა, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან სიურპრიზი შესთავაზოს გულშემატკივარს.", - აცხადებს ვაისი.
როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ოქრიაშვილი "მარსელში" უნდა გადასულიყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.