თბილისის
Aa
Aa

თბილისის "დინამოს" ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

თბილისის "დინამოს" ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. ამ პოსტზე, დღეს კლუბის მფლობელი, მედიას ლევან გაბრიჩიძეს წარუდგენს.

ცნობილია, რომ ადრე გაბრიჩიძე მცირე ხანს ფეხბურთსაც თამაშობდა, განათლება კი ავსტრიაში აქვს მიღებული.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენერალური დირექტორის ადგილს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბიძინა ბარათაშვილი დაიკავებდა, მაგრამ მან ეს ინფორმაცია უარჰყო.

რომან ფიფიას პრესკონფერენცია, დღეს 14:00 საათზეა დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები