Aa
Aa

"25 მილიონი და ნებისმიერი რამ, კაპიტნობის გარდა" - ტოტი რეალის წინადადებაზე

ფრანჩესკო ტოტიმ მადრიდის „რეალის“ მისდამი ინტერესის შესახებ ისაუბრა და შეთავაზებების დეტალებიც გაამხილა.

„მოდი, ასე ვთქვათ, მე „რეალში“ გადასვლა 80%-ით გადაწყვეტილი მქონდა, თანაც მაშინ „რომას“ საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ ედგა. თუმცა, პრეზიდენტმა სენსიმ ჩემთვის ყველაფერი გააკეთა.

მადრიდელები ძალიან დიდ თანხას მთავაზობდნენ, პრაქტიკულად ნებისმიერ რამეს, რასაც მოვისურვებდი. 25 მილიონი ევრო წლიური ხელფასის სახით და ყველაფერი, კაპიტნის სამკლაურის გარდა, რადგან ის რაულის იყო.

რაული გახლდათ ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე დიდ ხელფასს იღებდა, იგი გუნდის კაპიტანი და სიმბოლო იყო და ნებისმიერ მოთამაშეს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მასზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა“.

მადრიდული გრანდი ტოტის 2004 და 2005 წლებში ეპატიჟებოდა, თუმცა „ერ პუპონემ“ მთელი კარიერის გატარება „რომას“ რიგებში განიზრახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები