Aa Aa
18 მაისი 2020  |  09:12

ფლიკი ბუნდესლიგის ისტორიაში - ბაიერნის თავკაცის რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა ბუნდესლიგის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

საქმე ისაა, რომ „უნიონთან“ სტუმრად გამარვების შემდეგ ფლიკის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ ჩემპიონატში 50-გოლიან ნიშნულს მიაღწია, რისთვისაც მხოლოდ 16 შეხვედრა დასჭირდა, ეს კი გერმანიის უმაღლესი ლიგის ეგიდით ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენურ გრანდს სათავეში 3 ნოემბერს ჩაუდგა, დეკემბრის ბოლოს კი კლუბმა გამოაცხადა, რომ იგი პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩებოდა, ხოლო აპრილში მხარეებს შორის უკვე სერიოზული შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ფლიკი „ალიანც არენაზე“ 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

„ბაიერნმა“ „უნიონი“ ლევანდოვსკისა და პავარის გოლებით 2:0 დაამარცხა და მე-2 ადგილოსან „დორტმუნდთან“ ქულათა სხვაობა ისევ 4-მდე გაზარდა. ბავარიელები შემდეგ ტურში ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში