ვირტუალური რეკლამები და ხელოვნური ხმაური - ლა ლიგის საინტერესო იდეა
Aa
Aa

ვირტუალური რეკლამები და ხელოვნური ხმაური - ლა ლიგის საინტერესო იდეა

უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ ლა ლიგა 20 ივნისს განახლდება და 26 ივლისს დასრულდება. კვირაში 2 ტური ჩატარდება. მატჩები შაბათ-კვირასა და ოთხშაბათ-ხუთშაბათს გაიმართება, თუმცა ეს ყველაფერი მაყურებელთა გარეშე მოხდება, რაც სანახაობას გააუფერულებს.

ლა ლიგას საამისოდ ერთი იდეა აქვს, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მოსჩანს. ისინი გეგმავენ, რომ ცარიელ ტრიბუნებს ვირტუალური რეკლამებითა და ქომაგების შეტყობინებებით (თვითებით) შეავსებენ.

ასევე, განიხილება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მატჩის მსვლელობისას გულშემატკივართა ხმაურის ხელოვნურად შექმნა, რაც ფეხბურთელებს თავს ბუნებრივ გარემოში აგრძნობინებს.

როგორც მოგეხსენებათ, ქომაგები მატჩებს 2021 წლამდე ვერ დაესწრებიან. იანვრიდან ტრიბუნებზე მათი ნაწილი დაიშვება, ისიც სპეციალური შეზღუდვებისა და წესების დაცვით მოხდება.

აქვე გეტყვით, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მოედანზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. ისინი კლუბების საწვრთნელ ბაზებზე გამოცხადდნენ, კოვიდ-19-ზე ტესტიც ჩაიტარეს და დღეს მათი ვარჯიშის ამსახველი პირველი ფოტოებიც გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები