გრიზმანი არ უნდა განმეორდეს: საინტერესო რჩევა | ლაუტაროს ნაცვლად ფირმინო
Aa
Aa

გრიზმანი არ უნდა განმეორდეს: საინტერესო რჩევა | ლაუტაროს ნაცვლად ფირმინო

ანტუან გრიზმანის პირველი „ბარსელონური“ სეზონის შემხედვარე, კლუბის აღზრდილი და ყოფილი მოთამაშე ბოიან კრკიჩი „ბლაუგრანას“ Sport-თან საუბარში ურჩევს, რომ სატრანსფერო ფანჯრისას ლაუტარო მარტინესის ნაცვლად რობერტო ფირმინო შეიძინონ.

გრიზმანის სათამაშო სტილის შესახებ ყველამ კარგად იცის. ანტუანი ძირითადად მოედნის ცენტრში მოქმედებს - გამთამაშებლად და ფორვარდად ფრანგი პროდუქტიურია, თუმცა მარცხენა გარემარბად, სადაც მას „ბარსა“ იყენებს, ის ძალიან სუსტია და გუნდისთვის სარგებლის მოტანას ვერ ახერხებს, რაც ლოგიკურია.

2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კატალონიელთა მთავარი სამიზნე ახალი ცენტრფორვარდია, რომელმაც 33 წლის ლუის სუარესი უნდა შეცვალოს. კლუბი არ უარყოფს, რომ ლაუტარო მარტინესი მათი ნომერ პირველი სამიზნეა. ბოიან კრკიჩი კი მათ დაფიქრებას ურჩევს და რობერტო ფირმინოს ვარიანტს სთავაზობს.

„ლაუტარომ შესაძლოა „ბარსელონაში“ ის ადგილი დაიკავოს, რომელიც ბუნებით მისი არ არის.

თუ კი მომცემთ სახელის დასახელების უფლებას, მაშინ შემოგთავაზებთ რობერტო ფირმინოს, რომელიც გაცილებით გამოცდილი და მობილურია.

არ მინდა, რომ ეს ისე გამოჩნდეს თითქოს ლაუტაროს ვარიანტზე უარი უნდა ითქვას. უბრალოდ, ამ ტრანსფერს კარგად გაანალიზება სჭირდება, რადგან იგივე არ განმეორდეს რაც გრიზმანის შემთხვევაში. თქვენ ყიდულობთ ფორვარდს, მას გარემარბად ათამაშებთ, შემდეგ კი ამბობთ რომ მან ვერ გაამართლა.

ასეთი რამ აღარ შეიძლება, რომ განმეორდეს, რადგან ფორვარდი არის ფორვარდი.

ეს არის მისი ნიჭი და თქვენ მას სხვაგან იყენებთ. თუ, „ბარსას“ სჭირდება 9 ნომერი, მაშინ გაიფორმეთ ის, მაგრამ გამოიყენეთ სწორად.

მიმდინარე სეზონში ფირმინოს 29 შეხვედრაში მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ის ძირითადში მანესთან და სალაჰთან ერთად ადგილს იმსახურებს, სადაც მათ ერთად ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს და მალე პრემიერლიგასაც მოიგებენ“.

29 წლის ბოიან კრკიჩი „ბარსელონას“ სკოლაში აღზრდის შემდეგ, კლუბის ძირითად გუნდში 2007-2011 წლებში ასპარეზობდა, ამჟამად ის MLS-ში „მონრეალში“ თამაშობს, რომელსაც ტიერი ანრი წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები