ლეგენდარული დონ შულა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული დონ შულა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

NFL-ის ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, დონ შულა, ვისმა „მაიამი დოლფინსმაც“ 1972 წელს სეზონი წაუგებულად დაასრულა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. „დოლფინსის“ ოფიციალურ განცხადებაში კი წერია, რომ ის თავის სახლში „მშვიდად გარდაიცვალა“.

შულა NFL-ის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელია. 1950-იან წლებში NFL-ში დიფენსივ ბექის პოზიციაზე ასპარეზობის შემდეგ, მან ფენომენალური კარიერა დაიწყო

.

1963-დან 1969 წლამდე შულა „ბალტიმორს“ წვრთნიდა. 1970-დან 1995 წლამდე კი, „მაიამი დოლფინსის“ დამრიგებლის პოსტი ეკავა. NFL-ის ისტორიაში მას მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი, 347 გამარჯვება აქვს მოპოვებული და დღემდე ერთადერთია, ვისმა გუნდმაც სეზონი წაუგებლად დაასრულა. შულა სუპერ ბოულის ორგზის ტრიუმფატორი გახლდათ და დიდების დარბაზში 1997 წელს შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები