„ლაციოში რას აკეთებ“? - როგორ სცადა იერომ ნესტას გადაბირება
Aa
Aa

„ლაციოში რას აკეთებ“? - როგორ სცადა იერომ ნესტას გადაბირება

„რეალის“ ყოფილმა უკანახაზელმა, ფერნანდო იერომ, 2000-იან წლებში სცადა ალესანდრო ნესტა მადრიდში გადასვლაზე დაეყოლიებინა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. 

„ლაციოს დატოვება არ მსურდა. იმ პერიოდში კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება ნამდვილად არ მინდოდა. მახსოვს, ერთხელ ესპანეთში რეალთან ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ. მატჩის შემდეგ, ჩემთან ფერნანდო იერო მოვიდა და მითხრა: „რეალში უნდა წამოხვიდე, ლაციოში რას აკეთებ“? მე მას ასე ვუპასუხე: „ხომ არ გაგიჟდი? ლაციოში ვთამაშობ“. ამის შემდეგ, იერომ ისე შემომხედა, თითქოს შეშლილი ვყოფილიყავი“, - განაცხადა ნესტამ.

იტალიელმა „მილანში“ ტრანსფერიც გაიხსენა: „ლაციო მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, რის გამოც მილანში გადავედი. სიმართლე გითხრათ, როსონერის მადლობელი ვარ, რადგან ამ კლუბმა ევროპაში თავის გამოჩენის საშუალება მომცა“.

როგორც მოგეხსენებათ, 44 წლის ნესტა სერია B-ში მოასპარეზე „ფროზინონეს“ თავკაცია და „მილანთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები