Aa
Aa

"ფეხბურთს მალე ვითამაშებთ" - პელეს იმედიანი მესიჯი

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე იმედიანადაა და სოციალურ ქსელში აქტიურობაც აგრძელებს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს სჯერა, რომ კორონავირუსის გამო შეჩერებული ფეხბურთი მალე განახლდება და ამ სპორტის გულშემატკივარს მოწყენის საშუალება აღარ ექნება.

იგი, ამასთან დაკავშირებით, instagram-ის გვერდზე ლეგენდარულ ფოტოს, წარწერით: "ჩვენ მალე ისევ ვითამაშებს", აქვეყნებს: 

View this post on Instagram

???????? We will be back playing soon! // Voltaremos a jogar em breve! - #pele

A post shared by Pelé (@pele) on Apr 16, 2020 at 11:17am PDT

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით 30 881 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან1952 კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ უეფა მომავალ კვირას, თავის 55-ვე ქვეყნის სუბიექტთან ერთად, ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელზეც ევროტურნირების განახლების გზებზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები