Aa
Aa

„რეპერს ჰგავდა" - კლოპი მანესთან პირველ შეხვედრას იხსენებს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელმა სპეციალისტმა თავის შეგირდზე მანეს შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა.

„სადიოს პირველად დორტმუნდში შევხვდი. მახსოვს, მას ბეისბოლის კეპი გვერდულად ეხურა და დამწყები რეპერივით გამოიყურებოდა. იმ მომენტში ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამისთვის დრო არ მქონდა. მაშინ ძლიერი გუნდი გვყავდა და მჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც დასაწყისში სათადარიგოთა სკამზე დარჩებოდა. ზოგადად ადამიანების ამოცნობა მეხერხება, მაგრამ ვაღიარებ, რომ მაშინ შევცდი. მანეს კარიერას თვალს ვადევნებდი და მან ზალცბურგში წარმატებით თამაში განაგრძო, საუთჰემპტონში კი, დომინირებდა.

მანეს ტრანსფერი შესანიშნავი გააწყვეტილება იყო. სადიოს ჩემთან მუშაობა ზუსტად ისე სურდა, როგორც მე მასთან და ორივე მხარე გამარჯვებული დარჩა“.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელი „ენფილდზე“ 2016 წელს გადავიდა და მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მანე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „წითლების“ მაისურით ჩატარებულ 161 შეხვედრაში 77 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები