ფიფას განცხადება - კონტრაქტები გახანგრძლივდება, სატრანსფერო ფანჯრის ვადები შეიცვლება
Aa
Aa

ფიფას განცხადება - კონტრაქტები გახანგრძლივდება, სატრანსფერო ფანჯრის ვადები შეიცვლება

რამდენიმე წუთის წინ, ფიფამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის გამო, წარმოქმნილ იურიდიულ პრობლემებს შეეხო და რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, საფეხბურთო სამყარომ უნდა იმოქმედოს.

ორგანიზაციის თანახმად, ფეხბურთელთა კონტრაქტები, რომლებსაც ვადა 30 ივნისს გასდის, სეზონის ფაქტობრივ დასრულებამდე გახანგრძლივდება.

„ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სეზონი 30 ივნისს ვეღარ დასრულდება, ამიტომ ფეხბურთელთა კონტრაქტები, რომლებიც 30 ივნისს იწურება, მანამ გაგრძელდება, სანამ სეზონი ოფიციალურად არ დასრულდება. იგივე ეხება კონტრაქტებს, რომლებიც ძალაში მომდევნო სეზონის სტარტზე უნდა შესულიყო“.

ფიფას მიერ გატარებული ცვლილებები სატრანსფერო ფანჯრის ვადებსაც შეეხო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიხედვით, სატრანსფერო ფანჯარა მიმდინარე და მომავალ სეზონებს შორის გაიხსნება.

„სატრანსფერო ფანჯარა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ახალი სეზონის დაწყებისას დაიხურება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები