„პიცებისთვის დიდი მადლობა
Aa
Aa

„პიცებისთვის დიდი მადლობა" - როუზის სამაგალითო ჟესტი

დენი როუზი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას განაგრძობს. ლონდონში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოსთვის გადარიცხული 19000 ფუნტის შემდეგ, „ნიუკასლის“ უკანახაზელმა ჩრდილოეთ მიდლსექსის საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალი გაახარა და მათ „ასობით" პიცა გადასცა.

ლონდონში დაარსებული ჰოსპიტალის წარმომადგენლები ინგლისელი მცველის სამაგალითო ჟესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნეს: „დიდი მადლობა დენი როუზს ასობით პიცისთვის“.

როუზი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. ცოტა ხნის წინ, BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში 29 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მზადაა, COVID-19-ის დასამარცხებლად მაქსიმუმი გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 51608 ადამიანია ინფიცირებული. COVID-19-ისგან გამოჯანმრთელება მხოლოდ 135-მა პაციენტმა შეძლო, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 5373-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები