Aa
Aa

"ჩაწყობა სპორტს კლავს", - შვარცმანი გარიგებულ მატჩებზე

მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა, დიეგო შვარცმანმა, ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებსა და კონკრეტულად მის მეგობარ ნიკოლას კიკერზე ისაუბრა. კიკერი ამჟამად სწორედ გარიგებული მატჩების გამო დისკვალიფიკაციას იხდის.

„არ არსებობს იმის მიზეზი, რის გამოც თამაშის ჩაწყობა შეიძლება, ეს ფაქტი სპორტს ანადგურებს და კლავს. მე მიყვარს ნიკოლას კიკერი, იგი ვარჯიშს აგრძელებს და იმედი მაქვს, შეცდომებიდან ისწავლის.

ნიკი ჩემი კარგი მეგობარია, მისი ოჯახიც მიყვარს და მინდა, იგი კორტს მალე დაუბრუნდეს. თუმცა, რაც მან გააკეთა ესაა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სპორტში ჩაიდინო“, - აცხადებს 27 წლის არგენტინელი.

გარიგებულ მატჩთა გამო ნიკოლას კიკერი 2018 წლის ივნისში, 6-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მოგვიანებით კი ეს ვადა სამ წლამდე შემცირდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან ჩაწყობილ თამაშში მონაწილეობა 2015 წელს, ერთ-ერთ ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირზე მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები