''ფეხბურთელებს ექცევიან, როგორც მონებს'' - მარადონას წინადადება ფეხბურთის ვარსკვლავებს
Aa
Aa

''ფეხბურთელებს ექცევიან, როგორც მონებს'' - მარადონას წინადადება ფეხბურთის ვარსკვლავებს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა კორონავირუსის დროს ფეხბურთის ვარსკვლავების როლს იმაში ხედავს, რომ მათ შეუძლიათ სხვა ფეხბურთელებისთვის გარკვეული თანხის დონაცია გააკეთონ, რაც შედარებით მცირე ანაზღაურების ფეხბურთელებს კრიზისს გაუადვილებთ.

''არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ამ ვითარებაში ხელფასი არ უნდა აიღონ. ეს არის სიმართლე და ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელს ერთი თვეც არ შეუძლია ხელფასის გარეშე თამაში და კლუბებმა მათ ხელფასი უნდა გადაუხადონ.

ზოგიერთი კლუბი სულელის როლს ირგებს, სულელის როლშია და ამ ვითარებით სურს ფეხბურთელების ხელფასების გადახდა თავიდან აიცილოს. წლებია ისინი ფეხბურთელებს ექცევიან, როგორც მონებს.

უნდა შეიქმნას ფონდი, სადაც ფულს ჩარიცხავენ ფეხბურთელები, რომლებმაც მთელი კარიერის განმავლობაში დიდი ფინანსები გამოიმუშავეს.

დღეს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გულგატეხილია. ამიტომ მსურს ფეხბურთის ვარსკვლავებმა სოლიდარობა გამოავლინონ, შეიქმნას ფონდი, რომელიც მათ კოლეგებს ფინანსურ კრიზისს გაუადვილებთ.''

''მანჩესტერ სიტის'' ყოფილმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასის აღება არ სჭირდება. ამ პოზიციას მარადონაც იზიარებს.

ამჟამად დიეგო მარადონა მკაცრ კარანტინშია. 31 მარტის მონაცემებით არგენტინაში კორონავირუსის 820 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 22 ინფიცირებული გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები