ბელარუსში ჩემპიონატი გრძელდება: ქართველთა დაპირისპირება ფრედ დასრულდა
Aa
Aa

ბელარუსში ჩემპიონატი გრძელდება: ქართველთა დაპირისპირება ფრედ დასრულდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში სოლიგორსკის ''შახტიორისა'' და ''ნემანის'' დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

''შახტიორის'' სასტარტო შემადგენლობაში გეგა დიასამიძემ ითამაშა, რომელმაც მეორე ტურში ბელარუსულ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა. ამჯერად გოლი არ შეუგდია, 85-ე წუთზე შეცვალეს. დიასამიძის თანაგუნდელი ლაშა შინდაგორიძე 69-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. მას ტრავმა აწუხებდა და თითქმის ერთი კვირაა, რაც ვარჯიში განაახლა.

''ნემანის'' ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ქანთარიამ 90 წუთი ითამაშა, 64-ე წუთზე არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

3 ტურის შემდეგ როგორც ''შახტიორის,'' ასევე ''ნემანის'' ანგარიშზე 4 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები