Aa
Aa

"მისი კანი ნაცრისფერი გახდა, შემდეგ სწრაფად სუნთქვა დაიწყო", - რუშთუ მძიმე მდგომარეობაშია

46 წლის ლეგენდარული თურქი ფეხბურთელი რუშთუ რეჩბერი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და დღემდე ჰოსპიტალში იმყოფება. მისი მეუღლის თქმით, ვითარება საკმაოდ მძიმეა და ის უკეთესობისკენ ნამდვილად არ მიდის.

„უკანაკსნელი 72 საათი ძალიან მძიმე იყო და იმედი მაქვს ამიერიდან ვითარება გაუმჯობესდება. მინდა განურჩევლად ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო, ვინც ამ დროს ჩვენ გვერდით იმყოფება.

ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის ახალი ვირუსის წინააღმდეგ, რომლის მასშტაბურობაც გაიზარდა და ადამიანის ორგანიზმმა ჯერ არ იცის, თუ რა არის ეს.

ამ ვირუსის ადრეულ სტადიაზევე აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია. კორონავირუსი არ ფიქსირდება ყელში, ან ცხვირში. ის სწრაფად მოძრაობს და ფილტვებში იბუდებს, საიდანაც მალევე ვრცელდება და პნევმონიამდე მიდის.

პირველი 72 საათი ძალიან მნიშვნელოვანია. რუშთუს საწყის ეტაპზე ციებ-ცხელება ჰქონდა. მას უცნაური სიმპტომები ჰქონდა, რომლებიც ადრე არ შეიმჩნეოდა და დღემდე არც ენახათ. ის ძლიერ დაღლილობასა და სისუსტეს გრძნობდა, ასევე მადაც დაკარგული ჰქონდა.

მისი კანი ნაცრისფერი გახდა, ისევე როგორც მისი ტუჩები. შემდეგ სწრაფად სუნთქვა დაიწყო, რისი გაკეთებაც უჭირდა. ასევე ჰქონდა ხველა, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. ის საერთოდ არ ლაპარაკობდა, მისი პულსი არარეგულარული იყო“.

შეგახსენებთ, რომ რუშთუ რეჩბერმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს, „ბეშიქთაშის“ რიგებში დაასრულა, „ბარსაში“ კი 2003-06 წლებში ირიცხებოდა. მას თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რეკორდი ეკუთვნის - ეროვნული გუნდის მაისური 120 შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები