Aa
Aa

„მოვატყუე და ვუთხარი, რომ ინგლისურს კარგად ვფლობდი" - როდრიგესი ლივერპულში საკუთარ ტრანსფერს იხსენებს

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაქსი როდრიგესმა 2010 წელი გაიხსენა, როცა „ატლეტიკო“ დატოვა და კარიერა მერსისაიდელთა რიგებში გააგრძელა. „ლა ფიერამ“ „ლივერპულში“ ტრანსფერის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად რაფა ბენიტესისთვის ტყუილის თქმა მოუხდა.

„ატლეტიკოში ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან კაპიტნის სამკლაურს ვატარებდი და მადრიდს კარგად ვიცნობდი, თუმცა ინგლისურ ფეხბურთზე ყოველთვის ვგიჟდებოდი. ლივერპულში გადასვლამდე რაფამ მითხრა, რომ მნიშვნელოვანი იყო გასახდელში ყველას ინგლისურ ენაზე ესაუბრა. არ მინდოდა ტრანსფერი ჩაშლილიყო და ბენიტესს ვუთხარი, რომ ინგლისურს კარგად ვფლობდი.

როცა ინგლისში ჩავედი, პრესკონფერენციის გამართვა მომიწია. რაფამ თქვა, რომ ჟურნალისტებს პირველი თავად მიმართავდა და შემდეგ სიტყვას მე გადმომცემდა. სწორედ ამ დროს, მას ხელი მოვკიდე და ვუთხარი: „მისმინე რაფა, ინგლისური ენა არ ვიცი და ინგლისურად მხოლოდ გამარჯობის თქმა შემიძლია. არ მინდოდა ტრანსფერი ჩაშლილიყო და ტყუილი ამიტომ ვთქვი. ბენიტესმა ნაბი*ვარი მიწოდა, შემდეგ კი, ორივეს გაგვეცინა“.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესმა „ენფილდზე“ 2 წელი გაატარა და „წითლების“ მაისურით ჩატარებულ 73 შეხვედრაში 17 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები