ბენზემა ჟირუზე: „ფორმულა 1-ის მანქანას კარტინგის მანქანას ნუ ადარებთ
Aa
Aa

ბენზემა ჟირუზე: „ფორმულა 1-ის მანქანას კარტინგის მანქანას ნუ ადარებთ"

„რეალის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ საკუთარი თავისა და ოლივიე ჟირუს შესახებ ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ ფორვარდმა თანამემამულე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი და ჟირუს შედარება არ შეიძლება.

„მოდით, ფორმულა 1-ის მანქანას კარტინგის მანქანას ნუ შეადარებთ. ალბათ ხვდებით, რომ ფორმულა 1-ის მანქანა მე ვარ. ჟირუ საფრანგეთის ნაკრებისთვის ბევრს აკეთებს. უმეტესწილად ყურადღების ცენტრში მბაპე და გრიზმანი ექცევიან, ჟირუ კი შავ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ვინმეს მისი თამაში მოსწონს? არ ვიცი, ოლივიე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს და განსაკუთრებულსაც ვერაფერს აკეთებს.

სოციალურ ქსელებში ბენზემას განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფრანგი ფეხბურთელი ბევრმა გააკრიტიკა. მოგვიანებით „რეალის“ თავდამსხმელმა კრიტიკოსებს უპასუხა.

„ზოგიერთებმა მხოლოდ ფორმულა 1-სა და კარტინგზე გააკეთეს აქცენტი და ყურადღება არ მიაქციეს იმას, რაც საფრანგეთის ნაკრების შესახებ ვთქვი. ფორმულა 1-ისა და კარტინგის მანქანების შესახებ ყველაფერი სიმართლე იყო. ვიღაცამ ბრაზილიელი რონალდოს შესახებ რომ მკითხოს, ვეტყვი, რომ ის ფორმულა 1-ის მანქანა გახლდათ, მე კი, კარტინგის მანქანა ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები