ლეგენდარული მიშელ იდალგო 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული მიშელ იდალგო 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და სპეციალისტი, მიშელ იდალგო 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, ფრანგული პრესა იტყობინება, რომ მომხდარ ტრაგედიას კორონავირუსთან საერთო არაფერი აქვს და იდალგოს გარდაცვალების მიზეზი დაავადება გახდა, რომელსაც იგი ბოლო წლების განმავლობაში ებრძოდა.

იდალგოს საფეხბურთო კარიერა 1952 წელს დაიწყო და 14 წლის განმავლობაში იგი „ლე ჰავრის“, „რეიმსისა“ და „მონაკოს“ ღირსებას იცავდა. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, იდალგომ მწვრთნელობა სცადა და მისმა დამოძღვრილმა საფრანგეთის ნაკრებმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

1984 წელს იდალგოს გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია. „მამლებმა“ საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ტიტული მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ამავე წელს მიშელი საუკეთესო ევროპელ სპეციალისტად დაასახელეს.

იდალგო საფრანგეთის ნაკრებს 8 წლის განმავლობაში წვრთნიდა და „მამლების“ ტექნიკური დირექტორის პოსტზეც მუშაობდა. მან კარიერა1991 წელს, „მარსელში“ დაასრულა.

იდალგოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლეგენდარულ სპეციალისტს პატივი უამრავმა კლუბმა, გამოცემამ და ცნობილმა ადამიანმა მიაგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები