გოლი ტოლდოს კარში - როცა აშვეთიას გუნდმა ''ინტერი'' გაანადგურა
Aa
Aa

გოლი ტოლდოს კარში - როცა აშვეთიას გუნდმა ''ინტერი'' გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის 2003-04 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე იური სიომინის მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' შინ, RZD არენაზე მილანის ''ინტერი'' 3:0 გაანადგურა. აღნიშნული შეხვედრა Twitter-ზე უეფას ოფიციალურმა რუსულმა გვერდმა გაიხსენა.

2003 წლის 21 ოქტომბერს, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ''ლოკოს'' მხრიდან ფრანჩესკო ტოლდოს კარში გოლები დმიტრი ლოსკოვმა, მიხეილ აშვეთიამ და დმიტრი ხოხლოვმა გაიტანეს.

მილანური გუნდის დაცვის ხაზში მატერაცი, კანავარო და კორდობა იდგნენ. მათ გარდა სტუმართა რიგებში ითამაშა ალვარო რეკობამ, ხავიერ ძანეტიმ, კრისტიანო ძანეტიმ, კრისტიან ვიერიმ და მატიას ალმეიდამ, რომელიც ამჟამად ''სან ხოსეში'' კაშიასა და ყაზაიშვილის მთავარი მწვრთნელია.

2016 წელს მიხეილ აშვეთიამ აღნიშნული შეხვედრა Sports.ru-სთან ინტერვიუში გაიხსენა: ''ლოკომოტივში'' კარგი დრო იყო. ''ინტერთან'' გამარჯვებას აღვნიშნავდით. მატჩის შემდეგ მთელი გუნდი რესტორანში წავედით. განსაკუთრებული აკრძალვები არ ყოფილა. როდესაც ''ინტერს'' 3-0-ს ამარცხებ, შენს თავს განტვირთვის უფლებას აძლევ. გამარჯვება ლუდით აღვნიშნეთ, თუმცა 4 დღის შემდეგ მატჩი გვქონდა და ცოტათი თავს ვიკავებდით.''

აღნიშნულ სეზონში B ჯგუფიდან არსენ ვენგერის ''არსენალი'' და იური სიომინის ''ლოკომოტივი'' გავიდნენ, ხოლო კიევის ''დინამო'' და მილანის ''ინტერი'' ტურნირს დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები